ვორქშოფები

ეს ჩვენი და ჩვენი დამკვეთის გუნდების შეხვედრის სესიებია, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა მიზანს ემსახურებოდეს. იქნება ეს ბრენდის დიაგნოსტიკა, კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრა, ბაზარზე ახალი პროდუქტის შესვლა თუ რებრენდინგი.

ვორქშოპი მიზნის შესაბამისად შერჩეულ ინსტრუმენტებს აერთიანებს, რომლებიც ორივე მხარისთვის ამარტივებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის, იდეების გენერირების და გამოწვევების წარმატების შესაძლებლობად ქცევის პროცესს.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი, ან მისი შექმნის პროცესშია და სურს ეფექტური ცვლილებების განხორციელება.

პირველ რიგში ხდება ვორქშოპის მიზნობრიობის განსაზღვრა. მიზნიდან გამომდინარე ხდება ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც გუნდებს შორის კოორდინაციას დინამიურ, მარტივ და ეფექტურ პროცესად აქცევს. რაც შეხვედრის ფორმატში რეალიზდება.

იმისათვის, რომ ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს მოვუყაროთ თავი, დავზოგოთ დრო, ეფექტურად დავაგენერიროთ იდეები, გავითვალისწინოთ ყველა პოზიცია, ჩამოვაყალიბოთ პრიორიტეტები და მივაღწიოთ კონსენსუსს. შევქმნათ საერთო ხედვა და შევათანხმოთ საკვანძო დეტალები. რათა ვორქშოფის ბოლოს მივიღოთ სამოქმედო გეგმის დოკუმენტი.