ვიზუალური კონცეფცია და სტილი
ვიზუალური კონცეფცია და სტილი არის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს დიზაინის სხვადასხვა ელემენტებსა და პრინციპებს (მაგალითად, ფერი, ტიპოგრაფია, განლაგება, კომპოზიცია, გამოსახულება და სხვა) კონკრეტული დაკვეთის და მიზნობრიობის შესაბამისად.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი ან მისი შექმნის პროცესშია და სურს ეფექტური ვიზუალიზაციის შექმნა, ამა თუ იმ მარკეტინგული აქტივობისთვის.
ვიზუალური კონცეფციისა და სტილის შექმნის პროცესი ძირითადად მომდევნო ეტაპებისგან შედგება:
- დავალების დეტალიზება – დამკვეთთან ერთად ხედვის, მოთხოვნების, პროექტის შინაარსისა და მთავარი მესიჯების განხილვა.კვლევა – ინდუსტრიისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. მიღებული მასალის დავალებასთან რელევანტურობის მიხედვით ფილტრაცია.
- იდეების გენერირება – სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით ძირითადი მონახაზების და უხეში სკეჩების შექმნა
- კონცეფციის შემუშავება – საუკეთესო იდეების გადარჩევა, დახვეწა და გარკვეულ ფორმატში მოქცევა.(მაგალითად moodboard სტილში)
- ტიპოგრაფიისა და ფერების შერჩევა – სხვადასხვა ფონტების და ფერთა პალიტრების ტესტირება და კონცეფციაზე მორგება.
- ემუშავებული ვერსიების დამკვეთისთვის დემონსტრირება და უკუკავშირის შესაბამისი შტრიხების შეტანა საბოლოო ვერსიის მისაღებად.
იმისათვის რომ პროდუქტის, სერვისის ან კომპანიის შესახებ ინფორმაცია მარკეტინგისთვის ეფექტურ ვიზუალურ მასალად ვაქციოთ, საჭიროა დავამუშავოთ ვიზუალური კონცეფცია და შევიმუშავოთ სტილი. ისე, რომ წარმოვაჩინოთ ბრენდის უნიკალური იერსახე, შევინარჩუნოთ რელევანტურობა და თანამედროვეობა, მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, გავზარდოთ ცნობადობა და სხვა პრიორიტეტული მეტრიკები.