ვებ გვერდების მშენებლობა
ვებ გვერდების მშენებლობის სერვისი ვებ გვერდის შექმნას გულისხმობს, როგორც ტექნიკურად, ასევე სტრუქტურულად, ვიზუალური და ვერბალური კონტენტის ჩათვლით.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და სურს ციფრულ სამყაროში ოფიციალური პრეზენტაციის ფლობა. ვებ გვერდი, სოციალური მედიის გვერდებთან ერთად ის ცენტრალური საინფორმაციო წყაროა, რომელიც ყველა ბიზნესს ჭირდება.
ახალი მომხმარებლების მოზიდვის, არსებულების შენარჩუნების და თუნდაც ონლაინ გაყიდვების წარმოებისთვის, ვებ გვერდი უალტერნატივო ციფრული ინსტრუმენტია.
არ აქვს მნიშვნელობა ვებ გვერდი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იქნება თუ კომერციული ფუნქციონალით გამდიდრებული, რადგან ინტერნეტ სივრცეში ეს ბრენდის იმიჯის, ავტორიტეტის და სანდოობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
ვებ გვერდის მშენებლობისთვის პირველი ეტაპი კვლევაა. ამ შემთხვევაში აუცილებელია დამკვეთის მიზნებისა და ხედვების ინდეტიფიცირება, კონკურენტების შესწავლა, სფეროს სპეციფიკის გამოვლენა და ყველა რელევანტური მონაცემის შეგროვება.
შემდეგი ეტაპი ვებ გვერდის სტრუქტურის ჩამოყალიბებაა. ამ დროს ხდება ძირითადი ნავიგაციის პუნქტების, იგივე მენიუს ატრიბუტების შეთანხმება. შესაბამისი დიზაინის შაბლონების მოძიება ან შექმნა.
მას შემდეგ, რაც შეთანხმდება სტრუქტურა და დიზაინი, ხდება ვებგვერდის შიგთავსის შექმნა. ეს საიტის ვიზუალურ და ვერბალურ მასალებს გულისხმობს.
დამკვეთთან კონტენტის განხილვისა და საბოლოო ვერსიის მიღების შემდგომ, სამუშაოებში ტექნიკური გუნდი ერთვება, რომელიც შექმნილი ელემენტების რეალიზებას და ვებ გვერდის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს, მომავალში კი ვებ გვერდს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს.
ვებ გვერდის არსებობა და მისი კომპანიის ღირებულებებთან, მიზნებთან და საჭიროებებთან შესაბამისობა, დიდ გავლენას ახდენს პოტენციური და არსებული მომხმარებლების ქცევაზე.
გამართული, მოქნილი, დახვეწილი და ფუნქციური ვებ გვერდის მეშვეობით ბრენდს არამარტო იმიჯისა და ავტორიტეტის გამყარება, არამედ გაყიდვებზე პირდაპირ ზემოქმედება შეუძლია.
კომპანიის იდენტობის სრულფასოვნად გამოხატვისთვისაც ვებ გვერდი ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა.