ექსტრასენსორული ბრენდინგი
ექსტრასენსორული ბრენდინგი მოიცავს – ადამიანის შეგრძნებებზე დაფუძნებულ ბრენდირებას, სადაც ხუთ ტრადიციულ შეგრძნებას დამატებული აქვს ექსტრა შეგრძნება – ხასიათი. ჩვენ გვჯერა, რომ ხასიათი მნიშვნელოვანია, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი!
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და სურს მისი მარკეტინგული გავლენა სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს.
პროცესი იწყება ბრენდის, კონკურენტების, ბაზრის და კულტურის კვლევით. მონაცემების შეგროვების შემდეგ, განისაზღვრება კომპანიისთვის ყველაზე მორგებული სენსორული არხი/არხები (სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება +ხასიათი). მომდევნო ეტაპი ბრენდის იდენტობის და შერჩეული შეგრძნების/ების სინთეზის პოვნა და შესაბამისი კონცეფციების ჩამოყალიბებაა.
ბოლოს კი კომპანიის მმართველ ჯგუფთან ერთად გადაირჩევა საუკეთესო კონცეფცია, რომელიც უკუკავშირის გათვალისწინებით იღებს ფინალურ სახეს.
ექსტრასენსორული ბრენდინგი ტრადიციულ მარკეტინგის ფარგლებს სცდება და მომხმარებლის პროდუქტთან თუ ბრენდთან კავშირის პერსონალიზებულ გამოცდილებას ქმნის. ეს კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის ბრენდთან იდენტიფიკაციას და მომხმარებლების მისდამი ლოიალობას.