რა არის ეპიცისტესტომია?
ეპიცისტესტომია არის კათეტერი, რომელიც მუცლის ქვედა წინა კედლიდან შედის შარდის ბუშტში, როცა პაციენტს უჭირს შარდის ბუნებრივი გამოყოფა. ეს პროცედურა უნდა შეასრულოს პროფესიონალმა ექთანი/ექიმი!
ეპიცისტესტომის შეცვლის პროცედურისთვის საჭიროა შემდგომი მასალა;
სტერილური ხელთათმანები
ახალი სუპრაპუბიკური კათეტერი შესაბამისი ზომით,
სტერილური წყალი ბუშტის გასაბერებლად (5–10 მლ)
შპრიცი
ანტისეპტიკი: ქლორხექსიდინი/ბეტადინი
სტერილური საფენები
შარდის სათავსო პარკი
მომზადება:
ხელების ჰიგიენა
პაციენტის კომფორტული განთავსება ზურგზე,
ეპიცისტესტომიის ადგილის დეზინფექცია!
ძველი კათეტერის ამოღება,
ბუშტის შემცირება: შპრიცით ამოიღება 5–10 მლ წყალი
კათეტერი ნაზად გამოიყვანება ჭრილობიდან
ადგილი კვლავ მუშავდება ანტისეპტიკით;
ახალი კათეტერის დაყენება;
ჭრილობის ადგილის სტერილური დამუშავების შემდეგ
ახალი კათეტერი ფრთხილად შეჰყავთ ჭრილობიდან შარდის ბუშტში!
შარდის გამოყოფის დაწყების შემდეგ — ბუშტში გასაბერი ბალონი ივსება 5–10 მლ სტერილური წყლით!
კათეტერი ფიქსირდება, ერთდება შარდის პარკი.
ბოლო ეტაპი:
ჭრილობის გაწმენდა
სტერილური საფენის დადება,
პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი!
მნიშვნელოვანი გაფრთხილებები!!!
ეპიცისტესტომის შეცვლა თვითნებურად არ შეიძლება — შესაძლოა გამოიწვიოს შარდის ბუშტის დაზიანება, ინფექცია ან გადაუდებელი მდგომარეობა.
თუ კათეტერი შემთხვევით ამოვარდა — 24 საათამდე შეიძლება დროებითი გახსნა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოვიდეს ექთანი.
ტკივილი, სიცხე, სახსნელიდან გამონადენი, ცუდი სუნი — ინფექციის ნიშნებია → ექიმთან მიმართვა.