ბრენდის სტრატეგია
სტრატეგიის დოკუმენტი ბრენდის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და ერთგვარი „ბიბლიაა“. ის აერთიანებს ბრენდის ხედვას, მისიას, ფასეულობებს, პოზიციონირებას, უპირატესობებს, სამიზნე აუდიტორიას, პროექტებს და მათ კატეგორიებს, საკომუნიკაციო ენას და სტილს, ვიზუალურ იდენტობას, კონკურენტების ანალიზს და სხვა ყველა იმ დეტალს, რომელიც ბრენდის დნმ-ს განსაზღვრავს.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი, ან მისი შექმნის პროცესშია და სურს მისი თანმიმდევრული განვითარება.
პირველი ნაბიჯი არის კვლევა. ამ ეტაპზე გროვდება ინფორმაცია, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ.
მას შემდეგ რაც ბრენდის შესახებ ყველა შესაძლო მონაცემს თავს მოვუყრით, დროა ინფორმაცია ანალიტიკურ ფილტრში გავატაროთ და კონცეფციებად ვთარგმნოთ.
საუკეთესო კონცეფციის შერჩევის და კომპანიის მენეჯმენტისთვის მისი გაცნობის შემდეგ, ვამუშავებთ უკუკავშირს და დოკუმენტი იღებს საბოლოო სახეს.
ბრენდის სტრატეგიის დოკუმენტი კონსტიტუციასავითაა. შეიძლება შეიცვალოს ადამიანური რესურსი, პარტნიორთა შემადგენლობა და ბევრი სხვა რამ, თუმცა გრძელვადიანი მიზნებისკენ თანმიმდევრული სვლის ნაბიჯები ყოველთვის ნათელი და შეთანხმებული დარჩება, რადგან ეს სწორედ სტრატეგიის დოკუმენტშია აღწერილი. ორგანიზაცია კი მას ყოველდღიური ფუნქციონირების პროცესებში ეყრდნობა.