ბრენდის სახელმძღვანელო (Brandbook))
ბრენდის სახელმძღვანელო (Brandbook), ან ბრენდის სტილის სახელმძღვანელო, არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს მითითებებსა და სტანდარტებს, კომპანიის ლოგოს და მისი ელემენტების სწორად გამოყენების შესახებ.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდის ლოგო, თუმცა არ აქვს მისი გამოყენების გზამკვლევი ან არსებული დოკუმენტი არ ფარავს ყველა რელევანტურ შემთხვევას.
ბრენდის მიზნების, ამოცანების და უკვე არსებული მასალების გათვალისწინებით ხდება ბრენდის ვიზუალური სტილის თითოეული ელემენტის დამუშავება და ერთ დოკუმენში თავმოყრა.
ბრენდის სახელმძღვანელო მოიცავს:
- ლოგოს გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას. (ლოგოს სათანადო გამოყენების სპეციფიკაციები, ზომები, განლაგება, თავისუფალი ადგილი, ფერების ვარიაციები და ლოგოს გამოყენებისას დაუშვებელი მანიპულაციების ჩამონათვალი)
- ფერების პალიტრას. (ფერების განსაზღვრული ნაკრები, ძირითადი და მეორადი ფერები, მათი შესაბამისობა ფერთა კოდებთან ან Pantone ნომრებთან ერთად)
- ტიპოგრაფიის ინსტრუქციებს. (ფონტების შერჩევა სათაურებისთვის, ქვესათაურებისთვის, ძირითადი ტექსტისთვის და ბრენდთან დაკავშირებული სხვა ტექსტებისთვის, უნიკალური ხელნაწერისა და მისი გამოყენებისთვის)
- გამოსახულების და ფოტოგრაფიის სახელმძღვანელო პრინციპებს. (ინსტრუქცია სურათების სტილის, ტონისა და ტიპების შესახებ)
- იკონოგრაფიკა. (ბრენდთან ასოცირებული ხატულებისა და გრაფიკული ელემენტების გამოყენების წესები)
- დიზაინის განლაგებასა და შაბლონებს. (სტანდარტული შაბლონები სხვადასხვა მარკეტინგული მასალისთვის, როგორიცაა სავიზიტო ბარათები, ბლანკები, ელექტრონული ფოსტის ხელმოწერები, სოციალური მედიის ბანერები და სხვა)
- გამოყენების მაგალითებს. (დემონსტრირება იმისა, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ბრენდის ელემენტები სხვადასხვა რეალურ საჭიროების დროს)
ბრენდის სახელმძღვანელოს დახმარებით მარტივდება ბრენდის ხასიათის, ხელწერის, ვიზულური სტილისა და ატრიბუტების გამოყენება მარკეტინგული კონტენტის შექმნით დაინსტერებული ყველა მხარისთვის (შიდა გუნდი, პარტნიორები თუ სხვა) ისე, რომ არ დაირღვეს ბრენდის თანმიმდევრული იერსახე.