მარკეტინგი მიშენებით

მარკეტინგი მიშენებით ჯინჯერსის სერვისია, რომელიც სრულ მარკეტინგულ მომსახურებას გულისხმობს. მარკეტინგული გეგმის შექმნა, აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება, დიზაინის სამუშაოები, ტექსტური მასალების შექმნა, პარტნიორებთან კომუნიკაცია, სერვისის მომწოდებლებთან (მაგ:სტამბა,ფოსტა,ფრილანსერები, მედია და სხვა) ურთიერთობა თუ ნებისმიერი სხვა მარკეტინგული დავალების შესრულება, ამ სერვისის ფარგლებში ექცევა.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი ან მისი შექმნის პროცესშია და სურს მასთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობები პროფესიონალთა გუნდს მიანდოს, შიდა რესურსის გადატვირთვის თუ ნებისმიერი სხვა ფაქტორის გამო.

პროცესი გულისხმობს დამკვეთის მიზნების და საჭიროებების დეტალურ მოკვლევას. შემდგომ კი არსებული სტრატეგიის შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვას, ან მისი არ არსებობის შემთხვევაში სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით უშუალო სამოქმედო გეგმის შექმნას, რეალიზებას და რეპორტინგს.

ამ სერვისით ბრენდები პროფესიონალთა გუნდის მიერ სრულფასოვან მარკეტინგულ მხარდაჭერას იღებენ იმაზე ბევრად ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე ანალოგიური გუნდის კომპანიაში დაქირავების შემთხვევაში. რესურსების დაზოგვასთან ერთად კომპანია იღებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას, რომელიც პირდაპირ აისახება ბრენდის მარკეტინგული აქტივობების ხარისხსა და შედეგებზე.

ყველა სერვისი

  • ვორქშოფები
  • სტრატეგიები
  • ბრენდინგი
  • სოციალური მედია
  • დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
  • მარკეტინგი მიშენებით
  • ვებ გვერდების მშენებლობა