თანამშრომლების ანალიტიკა ქსელური ანალიზით

აღმოაჩინე. ჩართე. განავითარე

Leadership Scanner არის თანამშრომლების ანალიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია ორგანიზაციულ ქსელურ ანალიზზე (ONA). ის გაძლევთ საშუალებას აღმოაჩინოთ რეალური გავლენის მქონე ლიდერები, გამოავლინოთ მაღალი პოტენციალის თანამშრომლები და დროულად დააიდენტიფიციროთ მიკრომენეჯმენტის ნიშნები.

რატომ მეთოდო?

რატომ მეთოდო?

მეთოდოს გამოცდილმა ექსპერტებმა, მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავეს უნიკალური მეთოდოლოგია, რომელსაც შეუძლია ახალ განზომილებაში გადაიყვანოს თანამშრომლებთან დაკავშირებული ანალიტიკა. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კომპეტენციისა და აზრის ლიდერები, გამოავლინოთ სუსტი წერტილები მმართველობით რგოლში და იპოვოთ მაღალი პოტენციალის მქონე ტალანტები. ქსელური ანალიზის დანერგვა დაგეხმარებათ ორგანიზაციული მოწყობის ოპტიმიზაციასა და ღირებული კადრების შენარჩუნებაში.

გაქვთ კითხვები?

ერთად ვიპოვოთ პასუხები

როგორ მუშაობს ჩვენი მიდგომა პრაქტიკაში?

ქსელური ანალიზი მოიცავს 7 ქსელის შესწავლას.

Leadership Scanner ხშირად გამოიყენება ორგანიზაციული კლიმატის ან 360 შეფასების ინსტრუმენტებთან კომბინაციაში, რაც იძლევა უფრო ღრმა და სრულ სურათს ტალანტების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების პროცესების შესაწავლად.

ინსტრუმენტი აერთიანებს ქსელურ ანალიზსა და აღქმებზე დაფუძნებულ ინსაიტებს, რაც HR ბიზნეს პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს დაგეგმონ მიზნობრივი ინტერვენციები შემდეგ მიმართულებებში: 

  • მემკვიდრეების გამოზრდის პროგრამები და ტალანტების მართვა
  • ლიდერების განვითარება
  • ტალანტების ჩართულობა და შენარჩუნება
  • მენტორობა და ცოდნის გადაცემა
  • ორგანიზაციული მოწყობის რედიზაინი და სამუშაო ძალის დაგეგმვა

ცვლილებების მართვა და კულტური ტრანსფორმაცია

01

სამუშაო ქსელი 

სამუშაო ქსელი ასახავს ყოველდღიურ სამუშაო ურთიერთობებს. დატვირთვის კონცენტრაცია მცირე რაოდენობის თანამშრომლებზე ზრდის გადაღლისა და პროდუქტიულობის შემცირების რისკს. ეს ქსელი აჩვენებს, ვისზეა რეალურად დამოკიდებული ორგანიზაცია და სად არის რესურსების დეფიციტი. სამუშაო ქსელში ტოპ-მენეჯმენტის გადამეტებული ჩართულობა ხშირად მიუთითებს მიკრომენეჯმენტსა და სუსტი დელეგირების პრაქტიკაზე.

02

პრობლემის მოგვარების ქსელი

პრობლემის მოგვარების ქსელი აჩვენებს, ვის მიმართავენ თანამშრომლები გამოწვევების დროს. ცენტრალური ფიგურები, როგორც წესი, არიან მენეჯერები ან აღიარებული პროფესიონალები. ისინი ხშირად გამოირჩევიან ლიდერული პოტენციალით და წარმოადგენენ მომავალი მენეჯერული როლებისთვის ძლიერ კანდიდატებს. მათი ქცევა და აზროვნება სწრაფად ვრცელდება და გავლენას ახდენს ორგანიზაციულ კლიმატზე — როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად.

03

ექსპერტიზის ქსელი

ექსპერტიზის ქსელის ლიდერები ქმნიან კომპანიის ინტელექტუალურ ბირთვს. ექსპერტიზის კონცენტრაცია მცირე ჯგუფში ზრდის გადაღლისა და გადაწვის რისკებს, ხოლო მათი დაკარგვის შემთხვევაში ორგანიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგება. მენტორობისა და მემკვიდრეების განვითარების პროგრამების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ქსელის ლიდერებზე.

04

ინოვაციების ქსელი

ინოვაციების ქსელი აჩვენებს, ვინ არის გაუმჯობესებისა და ახალი იდეების მამოძრავებელი ძალა. ამ ქსელის ლიდერები აქტიურად ეძებენ პროცესებისა და მიდგომების გაუმჯობესების გზებს. ორგანიზაციები ყველაზე მეტად სარგებლობენ მაშინ, როდესაც ინოვაციების ქსელის ლიდერების ეძლევათ იდეების გაზიარებისა და ექსპერიმენტირების სივრცე.

05

სოციალური ლიდერების ქსელი

სოციალური ქსელი ასახავს ორგანიზაციული კულტურის არაფორმალურ გავლენის მქონე პირებს. სოციალური ლიდერები განსაზღვრავენ გუნდის განწყობას, კომუნიკაციას და საერთო ენერგიას. მათი მხარდაჭერის გარეშე ორგანიზაციული კლიმატი სწრაფად შეიძლება გაუარესდეს. მათი აქტიური ჩართულობა აჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს და აძლიერებს კულტურული მიკუთვნებულობის შეგრძნებას.

06

მეგობრობის ქსელი

მეგობრობის ქსელი ასახავს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებსა და ემოციურ კავშირებს თანამშრომლებს შორის. ამ ქსელის ლიდერები ხელს უწყობენ ორგანიზაციული კლიმატის გაჯანსაღებას და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას. მათი ჩართულობის შემცირება ხშირად იწვევს „დომინოს ეფექტს“ გუნდებში და უარყოფითად აისახება სამუშაო ურთიერთობებზეც.

07

მოთხოვნადი ლიდერების ქსელი

აჩვენებს, ვისთან სურთ თანამშრომლებს აქტიური თანამუშაობა, რათა მეტად წარამტებულები იყვნენ საკუთარ საქმიანობაში.  ეს ლიდერები, როგორც წესი, არიან გამოცდილი და გავლენიანი პროფესიონალები. მათთან შეზღუდული წვდომა აფერხებს ცოდნის გადაცემას და ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მათი ჩართულობა კრიტიკულ როლს ასრულებს მენტორობისა და მემკვიდრებიის გამოზრდის პროცესში.

მეთოდოს გამოცდილმა ექსპერტებმა, მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავეს უნიკალური მეთოდოლოგია, რომელსაც შეუძლია ახალ განზომილებაში გადაიყვანოს თანამშრომლებთან დაკავშირებული ანალიტიკა. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კომპეტენციისა და აზრის ლიდერები, გამოავლინოთ სუსტი წერტილები მმართველობით რგოლში და იპოვოთ მაღალი პოტენციალის მქონე ტალანტები. ქსელური ანალიზის დანერგვა დაგეხმარებათ ორგანიზაციული მოწყობის ოპტიმიზაციასა და ღირებული კადრების შენარჩუნებაში.

ჩვენთან დაკავშირება

მუდმივად ცვალებად სამყაროში და ყველა ახალი გამოწვევის წინაშე – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.

რა მიმართულებით გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა?