რატომ მეთოდო?
რატომ მეთოდო?
როგორ მუშაობს ჩვენი მიდგომა პრაქტიკაში?
შეფასების ინსტრუმენტი მოიცავს 26 დებულებას, რომლებიც გაერთიანებულია 7 კომპონენტში: თანამშრომლების ფუნდამენტური საჭიროებები, სტრუქტურა და რესურსები, ლიდერშიფის ეფექტურობა, გუნდური ეფექტურობა, სტრატეგიული და კულტურული თანხვედრა, ზრდის შესაძლებლობები.
დამატებით შესაძლებელია გაიზომოს კმაყოფილება და ლოიალობა (2 კითხვა), სტრესის და ბედნიერების დონე (6 ემოცია) და AI ინტერვიუერის დახმარებით შევისწავლოთ თანამშრომლების აღქმები სიღრმისეულად.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ინსტრუმენტის ადაპტირება მოთხოვნების შესაბამისად.
სამუშაო მიდგომა მოიცავს 3 ფაზას: გამოკითხვა და ანგარიშგება, გუნდებთან ვორქშოპების ორგანიზება, სარეკომენდაციო პაკეტის მომხადება და OD სტრატეგიაში ინტეგრაცია..
01
თანამშრომლების გამოკითხვა
პირველი ფაზა მოიცავს თანამშრომლების გამოკითხვას თვითადმინისტრირებადი ონლაინ კითხვარის საფუძველზე.
- მონაცემების მოგროვება ხდება მარტივი ინსტრუმენტის საფუძველზე და დაცულია კონფიდენციალობა. გამოკითხვა შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე.
- ანგარიშგება მოიცავს როგორც შემაჯამებელი ანგარიშის მომზადებას მენეჯმენტისთვის, ასევე გუნდების დონეზე აგრეგირებული 9 გვერდიან ანგარიშგებას, რათა სიღრმისეულად მოხდეს დეპარტამენტების დონეზე არსებული GAP-ების ანალიზი. გარდა ამისა, HR გუნდს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ანალიტიკური ციფრული პლატფორმით, სადაც ასახულია კვლევის შედეგები განსხვავებულ ჭრილებში.
- მენეჯმენტთან ვაზიარებთ კვლევის შემაჯამებელ ანგარიშს, ხოლო HR გუნდთან ვატარებთ კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენების ტრენინგს.
02
კვლევის შედეგების გაზიარება გუნდებთან
მეორე ფაზა მოიცავს გუნდებთან ვორქშოპების ორგანიზებას, ვინაიდან კვლევის ჩატარება პროცესის მხოლოდ დასაწყისია და მნიშვნელოვანია შედეგები გავაზიაროთ გუნდის წევრებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით დავაგენერიროთ გაუმჯობესების იდეები და შევქმნათ წარმატებული სამოქმედო გეგმა.
- მსგავსი მიდგომა ზრდის თანამშრომლებში ჩართულობის, მნიშვნელოვნებისა და მენეჯმენტის მხრიდან დაფასების განცდას.
- ჩნდება პოზიტიური ცლილებების მოლოდინი და სასაუბრო პლატფორმა, სადაც გუნდის წევრებს შეუძლიად კონსტრუქციულად დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
03
სამოქმედო სტრატეგიის მხარდაჭერა
მესამე ფაზა მოიცავს რაოდენობრივი კომპონენტისა და გუნდებთან მუშაობის შედეგების კონსოლიდირებას ერთ ანალიტიკურ ანგარიშში, სარეკომენდაციო პაკეტის მომზადებას და ინიციატივების ორგანიზაციული განვითარების სამოქმედო სტრატეგიაში ინტეგრაციას.








