ბრენდინგი

ბრენდინგი, კომპანიისთვის კონკურენტებისგან განმასხვავებელი, სახასიათო და დასამახსოვრებელი იდენტობის შექმნის პროცესია, რომელიც მოიცავს სახელდებას, ლოგოს შექმნას და ვიზუალური სტილის (როგორც ბეჭდური ასევე ციფრული) სახელმძღვანელოს ჩამოყალიბებას.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვინც ბრენდის შექმნის პროცესშია და სურს მისი ბიზნესის უნიკალურობა იდენტობის ყველა ატრიბუტში ეფექტურად წარმოაჩინოს.

ბრენდინგის პროცესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი და რამდენი კომპონენტია შესამუშავებელი. თუმცა, რაც ყველა სამუშაოს ახასიათებს არის: ბაზრის, კულტურის და კონკურენტების კვლევა; მიზნების, მიმართულებების და პრიორიტეტების ინდეტიფიცირება; კომპონენტების სამუშაო ვერსიების შექმნა, დამკვეთისთვის წარდგენა და უკუკავშირის შესაბამისად საბოლოო სახის მიცემა.

ბრენდინგი კომპანიის მარკეტინგისთვის ცენტრალური პროცესია. ის განსაზღვრას კომპანიის იდენტობის მთავარ ატრიბუტებს, რომლებსაც მომხმარებლები ამოიცნობენ, დაიმახსოვრებენ და შეიყვარებენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი კომპანიის მიზნებს და სურვილებს შეესაბამებოდეს.