სოც. მედიის დიაგნოსტიკა

სოციალური მედიის დიაგნოსტიკა გულისხმობს კომპანიის სოც. მედია გვერდის/ების ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასების და ანალიზის პროცესს.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და წარმოდგენილია სოც. მედია პლატფორმებზე, თუმცა სურს გააუმჯობესოს ამ არხებით მიღებული მარკეტინგული შედეგები და გადალახოს არსებული გამოწვევები.

სოც. მედიის დიაგნოსტიკა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • პროფილის ანალიზი: განვიხილავთ დამკვეთის სოციალური მედიის პროფილებს სხვადასხვა პლატფორმებზე (მაგ., Facebook, Instagram, LinkedIn) და ვაფასებთ რამდენად სრულყოფილად არის ათვისებული ყველა კომპონენტი, როგორია რეკლამების ეფექტურობა, რამდენად პროდუქტიულია ბრენდინგის ელემენტების და ვიზუალური მასალების გავლენა აუდიტორიაზე.
  • აუდიტორიის ანალიზი: ვაფასებთ დამკვეთის სოციალური მედიის გვერდების აუდიტორიის დემოგრაფიულ მონაცემებს (ასაკი, სქესი, მდებარეობა და ინტერესები). განვიხილავთ, თუ რამდენად შეესაბამება კონტენტის შინაარსი და შეტყობინებები სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს.
  • ჩართულობის შეფასება: ჯინჯერსი იკვლევს დამკვეთის სოციალური მედიის გვერდების ჩართულობის დონეს, მათ შორის ისეთი საზომების ჩათვლით, როგორიცაა მოწონებები, რეაქციები, კომენტარები, გაზიარებები და კლიკის სიხშირე.
  • კონკურენტების ანალიზი: დიაგნოსტიკის პროცესში შესაძლოა დამკვეთის კონკურენტების სოციალური მედიის აქტივობების შესწავლა, რათა დადგინდეს წარმატებული სტრატეგიები, რომლებსაც ისინი იყენებენ.

სოციალური მედიის გვერდების დიაგნოსტიკა გაკრვეული პერიოდულობით კომპანიებს აძლევს საშუალებას მიმოიხილონ მიმდინარე მდგომარეობა, დააკორექტირონ ან შეცვალონ სტრატეგია, მარკეტინგული მიზნები და გეგმები, იმისათვის რომ სტაბილურად გაიზარდოს ეფექტურობა.