სოც. მედიის ანალიტიკა
სოციალური მედიის ანალიტიკა საშუალებას აძლევს კომპანიებს გაზომონ და შეაფასონ თავიანთი სოც. მედია გვერდის/ების ეფექტური მუშაობა.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და წარმოდგენილია სოც. მედია პლატფორმებზე. სურს ნათლად დაინახოს და შეაფასოს საკუთარი სოც.მედია გვერდების პროდუქტიულობა, სამიზნე აუდიტორიის ქცევა და სოც.მედია სტრატეგიის ეფექტურობა.
პროცესი გულისხომბს, სოც. მედია პლატფორმების შიდა ანალიტიკის ხელსაწყოებში არსებული ინფორმაციის სიღრმისეულ დამუშავებას და დამკვეთისთვის დეტალური განმარტებებით, ადვილად აღსაქმელ ფორმატში მიწოდებას. როგორც, თვის მანძილზე გამოქვეყნებული თითოეული პოსტის, კონტენტის და რეკლამის ჭრილში, ასევე ჰოლისტიკურად.
სოციალური მედიის გვერდების ანალიტიკა ის სერვისია, რომლის მეშვეობითაც კომპანია დეტალურ ინფორმაციას იღებს სოც.მედიაში მისი თითოეული აქტივობის შედეგების, აუდიტორიის ქცევის, ჩვევების და დასახული მიზნების მიღწევის პროგრესის შესახებ. ამგვარი მონაცემები კი ბრენდისთვის ის იარაღია, რომელიც მას სწორი გეზის შენარჩუნებაში და ეფექტურობის მაქსიმალიზაციაში ეხმარება.