ნებისმიერი/ცალკეული დიზაინ სამუშაოები

ცალკეული დიზაინ სამუშაოები გულისხმობს ერთჯერადად შესასრულებელ დიზაინ დავალებებს, რომლებიც შესაძლებელია მოიცავდეს, როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ მასალებს. ეს შეიძლება იყოს ვიზუალური სტილისტიკა და კონცეფცია (key design, საბეჭდი მასალები, გრაფიკული ელემენტები და ა.შ.), პრეზენტაცია, ინფოგრაფიკა, სტილისტური ციფრული და ბეჭდური ბანერი, აფიშა, ბილბორდი, ნებისმიერი ტიპის წვრილი და მსხვილი საბეჭდი მასალა. (სავიზიტო ბარათიდან – ფასადის ბანერამდე)

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და ესაჭიროება წერტილოვანი დიზაინ დავალებების შესრულება.

ხდება დამკვეთის დავალების დეტალური განხილვა და შესასრულებელი სამუშაოების იდენტიფიცირება, მხარეებს შორის რელევანტური ინფორმაციისა და მასალების მიმოცვლა, დავალების შესაბამისი ვერსიების შემუშავება და მათზე დამკვეთის უკუკავშირის შესაბამისი საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.

ცალკეული დიზაინ სამუშაოების შესრულების სერვისის მეშვეობით ბრენდის მოულოდნელი, სასწრაფო და ისეთი დიზაინ დავალებების შესრულება ხდება, რომელთა განხორციელების რესურსი მოცემულ მომენტში კომპანიას შიდა რესურსით შესაძლოა არ ჰქონდეს. ამგვარი დაკვეთების პროფესიონალთა გუნდისთვის მინდობა კი განაპირობებს დროულ და ხარისხიან შედეგს.