კონტენტ მარკეტინგი

კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს ციფრულ სამყაროში და არამხოლოდ, იმგვარი მასალების გავრცელებას, რომელთა შინაარსი არამხოლოდ ბრენდის პოპულარიზაცია, არამედ მისი პროდუქტების ან სერვისების მიმართ ინტერესის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში შედის სოც.მედია ქოფი, ვებგვერდის ქოფი, ბლოგის წარმოება, ვიდეო რგოლების სცენარების შექმნა, სლოგანების გენერირება, სტატიების წერა, ელ.ფოსტაზე დაგზავნადი სიახლეების შეტყობინებების შექმნა და სხვა.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი ან მისი შექმნის პროცესშია და სურს ციფრულ სამყაროში ცნობადობისა და ჩართულობის ზრდა, სწორედ იმ პლატფორმებზე და იმ ფორმით, როგორც მის სამიზნე აუდიტორიას აინტერესებს.

კონტენტის ტიპიდან გამომდინარე დამკვეთთან ერთად განიხილება ძირითადი მესიჯები, ტექსტის ტონი, სტილი და ხასიათი. გროვდება რელევანტური მასალა და გენერირდება იმ ფორმატის ტექსტი რა ტიპის კონტენტის მიღებაც ბრენდს სურს. დამკვეთი ეცნობა შესრულებულ დავალებას და მის უკუკავშირზე დაყრდნობით კონტენტი საბოლოო სახეს იღებს.

კონტენტ მარკეტინგი ინფორმაციის გავრცელების, ინტერესის გამოწვევის, ყურადღების მიქცევის და სამიზნე აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის ეფექტური ინსტრუმენტია. როგორც ბილ გეითსი ამბობს, „კონტენტი მეფეა“. ციფრულ სამყაროს სწორედ ეს კონცეფცია მართავს და თუ ბრენდის კონტენტი აუდიტორიის ინტერესებს, თანამედროვე ტენდენციებს და გამოწვევებს პასუხობს, მას შეუძლია კომპანიის მარკეტინგული შედეგების რადიკალური ცვლილება.