KENNEL`S FAVOURITE Puppy & Junior Lamb and Rice – ლეკვის ზრადასრულ ასაკამდე, ბატკანით და ბრინჯით. 12,5კგ
135,00 ₾
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
არ არის მარაგში
სუპერ პრემიუმ საკვები ყველა ჯიშის ლეკვისათვის;
იდეალური განვითარება
ჰარმონიული ზრდა
ცილა% 30
ცხიმი% 16
დამზადებულია ადამიანისთვის საკვებად ვარგისი ინგრედიენტებისგან.
გმო-ს გარეშე.
გლუტენის გარეშე.
საღებავების გარეშე.
ქონდრო დამცავი აგენტები
ფორმულა სენსიტივი
ჰიდროლიზებული პროტეინი
არ შეიცავს ხორბლის წებოვანას
ომეგა 6:3 და EPA+DHA
ათვისებადი ცილები
გამდიდრებულია პრებიოტიკებით (MOS+FOS)
ნატურალური ანტიოქსდანტების ნარევი
სუნის და აირების კონტროლი
ტენიანობის დონე 8%
ბატკანი ბრინჯით – არის მშრალი გამდიდრებულია ბატკნით და ბრინჯით; იუკი შიდიგერას ექსტრაქტით – სუნის კონტროლი*
PUPPY&JUNIOR ბატკანი და ბრინჯი – შემუშავებულია საუკეთესო ჰოლანდიელი ვეტერინარების და დიეტოლოგების მიერ. იდეალურად დაბალანსებული და მაღალი ხარისხი ინგრედიენტები წარმოადგენენ მაღალი ყუათიანობის წყაროს,რომელიც ზრდის ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რაც ბზინვარებას ანიჭებს ბეწვს, კანს ელასტიურობას და ამცირებს ფეკალიების რაოდენობას. PUPPY&JUNIOR ბატკანი და ბრინჯი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ცილებით, მაღალი ყუათიანობით,რაც გარანტიაა თქვენი ლეკვის იდეალური ზრდა- განვითარებისა. ადვილად ათვისებადი საკვები იდეალურია სუსტი კუჭ- ნაწლავისა და ალერგიული ლეკვებისათვის. PUPPY&JUNIOR ბატკანი და ბრინჯი – იდეალური საკვებია დიდი ჯიშის ლეკვებისათვის, შეიცავს “ჯანმრთელი სახსრების” ფორმულას, გარანტირებულია და დაბალანსებულია ზრდა.
საკვების სტრუქტურის წყალობით კბილები და ღრძილებიგახდება სუფთა და მყარი. ვიტემინების და მიკროელემენტების დიდი რაოდენობა აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ზრდიან ლეკვი სიცოცხლისუნარიანობას. ყველა ვიტამინი და მინერალი გარანტიას აძლევენ თქვენს ლეკვს სრულფასოვნად განვითარებისა!!
- EPA+DHA (პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3): აუცილებელია იმუნური სისტემის მუშაობისათვის და კანის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. აქვეითებს ანთებით რეაქციებს,რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ ატოპიურ დაავადებებს და ოსტეოართრიტებს. ცხიმოვანი მჟავები ომეგა-6 და ომეგა-3 -ის საუკეთესო შეფარდებაა- 5:1.
- ჰიდროლიზებული პროტეინი: ეს ცილაა, რომელიც ჰიდროლიზებულია ან დაშლილია პეპტიდური კავშირების დაშლით მისი შემადგენელი ამინომჟავები. ჰიდროლიზებული პროტეინის მოლეკულური ნაწილაკების წონა ნაკლებია ვიდრე 10.000 დალტონი, ამის წყალობით იმუნურ სისტემაზე აცილებულია ყველა არასასურველი ზემოქმედება, მათ შორის ალერგიული რეაქციები.
- არ შეიცავს ხორბლის წებოვანას: იცავს საკვებით გამოწვეული ალერგიული რეაქციისგან. წებოვანა ქმნის ხორბლის მცენარეულ ცილას (გლუტენს), იგი ცუდად შეიწოვება და ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას ნაწლავებში, რაც თავის მხრივ წარმოქმნიან ტოქსინებს.
- ქონდრო დამცავი აგენტები (ორაგულის ზეთი, ქონდროიტინის სულფატი და მწვანე ტუჩებიანი მოლუსკი): მოქმედებს დადებითად სახსერებზე და ხრტილოვან ქსოვილზე, აგრეთვე აუმჯობესებს სინოვიალური სითხის რაოდენობას. მონაწილეობას იღებს ანთების საწინააღმდეგო პროცესებში და ამით ხსნის ტკივილს. ხრტილოვან ქსოვილს აძლიერებს და ელასტიურს ხდის.ბლოკავს ხრტილოვანი ქსოვილის დეგრადაციას და დაშლას. გააჩნია დადებითი მოქმედება კანის ანთების დროს.
- H.D.P. / ათვისებადი ცილები: ქმნიან ოპტიმალურ საშუალებას შეიწოვონ საკვები ნივთიერებები. ამიტომ თქვენს ლეკვს დასჭირდება შედარებით ნაკლები ულუფა, რაც შეამცირებს განავლის რაოდენობას.
- გამდიდრებულია პრებიოტიკებით FOS+MOS: ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას ნაწლავებში. აუმჯობესებს პერისტალტიკას, რაც დადებთად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე და ნორმაში დგება განავალი. შეიცავს მცირე რაოდენობის კალორიებს. იცავს ნაწლავებს პათოგენური ბაქერიებისგან.
- ნატურალური ანტიოქსდანტების ნარევი: ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც პროვოცირებას უკეთებენ კიბოს და თირკმელების უკმარისობას. ანელებს ასაკობრივ ცვლილებებს ქსოვილის სტრუქტურაში.
- სუნის კონტროლი: იუკი შიდიგერას ექსტრაქტი ამცირებს აზოტური შენაერთების წარმოქმნას (ამონიუმი, შარდმჟავა, ნიტრიტები და ნიტრატები), აქვეითებს მავნე აირების გამოყოფას და ფეკალიების და შარდის სუნს. ამის გარდა, იუკი შიდიგერას ექსტრაქტი აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას, რაც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
- ტენიანობის დონე 8%: ტენიანობის დაბალი დონე ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას და ამით საკვებს ვიცავთ გაფუჭებისგან და გარანტირებულია ინგრედიენტების მაქსიმალური მდგრადობა.
საკვების სტრუქტურიდან გამომდინარე ღრძილები და კბილები იქნება ძლიერი და სუფთა.
ვიტამინების და მინერალების დიდი რაოდენობა გააძლიერებენ იმუნურ სისტემას და გაზრდიან მოზარდი ლეკვის სიცოცხლის უნარიანობას. ყველა ვიტამინი და მინერალი გარანტიას იძლევიან რომ თქვენი მოზარდი ლეკვი განვითარდება სრულფასოვნად!
საკვების უპირატესობები
- ორგანიზმის იდეალური განვითარება
- დაბალანსებული ზრდა
- მყარი ძვალ – კუნთოვანი სისიტემა
- ჯანმრთელი კანი და ბეწვი
- მაგარი კბილები, ძვლები და კუნთები
- მაღალი კვებითი ღირებულება და ათვისება
- იდეალურად დაბალანსებული ინგრედიენტები, ვიტამინები და მინერალები
- უსიამოვნო სუნის და აირების გამოყოფის კონტროლი
რეკომენდირებულია შემდეგი საკვები
- საშუალო ჯიშის ლეკვები უნდა გადაიყვანოთ Kennels` Favourite Active Dog
- დიდი ჯიშის ლეკვები უნდა გადაიყვანოთ Kennels` Favourite Active Rings
- გიგანტური ჯიშის ლეკვები უნდა გადაიყვანოთ Kennels` Favourite Puppy&Junior+
შემადგენლობა
ხორცი და ხორც პროდუქტები (საიდანაც ბატკანი მინიმუმ 25%), მარცვლეული (საიდანაც ბრინჯი მინიმუმ 50%), თევზი და თევზ პროდუქტები (საიდანაც ორაგული 6%,ორაგულის ზეთი 2%), ზეთი ( ორაგულის ახალი ზეთი) და ცხიმები (როზმარინის ექსტრაქტში დაკონსერვებული ქათმის ცხიმი), მცენარეული წარმოშობის პროდუქტები (ინულინი, ფრუქტოოლიგოსაქარიდების წყარო – FOS, ლიცეტინი, მაკლეა კორდატა, იუკი შიდიგერა), ლუდის საფუარის ექსტრაქტი, (მანანოლიგოსაქარიდები – MOS), კვერცხი და კვერცხ პროდუქტები, მინერალური ნივთიერებები, მოლუსკები და კიბოსნაირები (გლუკოზამინი მინიმუმ 25მგ/კგ და ქონდროიტინი, 25მგ/კგ).
შემცირებულია ნივთიერებების ჟანგვა. გაჯერებულია ნატურალური წარმოშობის მწვავე ტოკოფეროლით
(Е ვიტამინი). პროდუქტები Kennels’ Favourite.®-ი შესაბამისად, არსებო ბს AAFCO მოთხოვნებს, NRC და FEDIAF. წარმოებული და დაფასოებული ჰოლანდიაში. დაფასოებული დამცავი ატმოსფერული გარემოში. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
დამატებითი ინფორმაცია:
| წონა | 12,5 კგ |
|---|---|
| მახასიათებელი |






