ალუმინის კარ-ფანჯრები, ალუმინის ვიტრაჟები, საფასადე სისტემები

ვინ არის არქლაინი?

,,არქლაინ ენჯინეარინგი” წარმოდგენს კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემინვითი სისტემების სრულ ასორტიმენტს, მათ შორისაა: უმაღლესი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, სლაიდური სისტემა და ფასადური სისტემები.

არქლაინის გუნდი:

არქლაინ ენჯინეარინგის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის გამოცდილი ინჟინრებით, წარმოების თანამშრომლებით, ხელოსნებითა და სხვა. 

გარდა ამისა, ორგანიზაციული კულტურა ორიენტირებულია თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებაზე. კომპანიას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა მის მომწონდებელ-პარნტიორ კომპანიებთან, როგორც ალუმინის, ასევე მექანიზმებისა და მინების მიმართულებით. სწორედ ამიტომ მუდმივად ხორციელდება კადრების გადამზადება, სიახლეების შესწავლა და რაც მთავარია, უწყვეტი განვითარება.

არქლაინის საწარმო:

არქლაინის საწარმო აღჭურვილია ევროპული დანადგარებით და შესაბამისად საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა მთელ ამიერკავკასიაში. აღნიშნული დანადგარები და კვალიფიციური გუნდის დახმარებით კომპანია ახერხებს აბსოლიტური სიზუსტით დამზადდეს ალუმინის კარ-ფანჯარა, სლაიდური სისტემა, ვიტრაჟები, ფასადური სისტემა თუ სხვა სასურველი პროდუქცია. 

არქლაინის პარნტიორები :

არქლაინის პარტნიორები არიან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, მათ შორის: ალუმინის მწარმოებელი ბელგიური კომპანია Reynaers, მექანიზმების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siegenia, ფრანგული მინის მწარმოებელი Saint-gobain და სხვა მოწინავე ბრენდები.

რატომ უნდა ავირჩიოთ არქლაინი? 

ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების სისტემების შერჩევისას, უსაფრთხოების გარანტიად და მაღალი ხარისხის მისაღებად, მნიშვნელოვანია გათვლები გააკეთოს კომპანიამ, რომელიც სწორად განსაზღვრავს თითოეულ დეტალს, კონსტრუქციის შერჩევიდან – მონტაჟის ჩათვლით. 

გარდა ამისა არქლაინის ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, შესაბამისად სთავაზობს საოპერაციო სამუშოების  : 

  •  აზომვით სამუშაოებს
  • პროექტის დამუშავებასა და შესაბამისი მასალების შრჩევას
  • პროექტის ოპტიმიზაციას 
  • კონსტრუქციის წარმოებას
  • მონტაჟს