ზაზა ხალვაში – ნამე და სხვა სცენარები
ავტორი: ზაზა ხალვაში
14,95 ₾
„არიან რეჟისორები, რომლებიც სცენარს ძუნწად, მონახაზის სახით წერენ; არიან ისინიც, რომლებიც უკვე სცენარშივე ამუშავებენ მომავალი ფილმის სახეებს, გარემოს თავისი ნიუანსებითა და ატმოსფეროთი. ზაზა ხალვაში ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. მის სცენარებში ეს გარემო, რომელიც უმეტესად სოფლის ყოფას, რურალურ ლანდშაფტს გამოსახავს, ფონად/ფრაგმენტულად, მაგრამ ზედმიწევნით აღიწერება და ხელშესახებ ვიზუალიზაციას აღწევს. თუმცა ეს კონკრეტიკა ამავე დროს იდუმალი, ბოლომდე შეუცნობადი თემებითა თუ სახეებით გადაიკვეთება, რაც ტექსტებს მრავალშრიანობას ანიჭებს: იქნება ეს წყლის, როგორც უძველესი საკრალური სიმბოლოს, ცხოველმყოფელი ძალა და მამა-ქალიშვილის ზებუნებრივი უნარი ან მისტიკური გრძელთმიანი მოხუცი ქალი „ნამეში“ თუ უცნაური, ცოტა ცივი, მაგრამ სექსუალურად ამაფორიაქებელი მაია „ადგილის დროში“. – თეო ხატიაშვილი
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941317651
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2024 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |