მთავარი » წიგნები » ბარბარა კლიცკა – სანატორიუმი

ბარბარა კლიცკა – სანატორიუმი

ავტორი: ბარბარა კლიცკა

12,95 

„სანატორიუმი“ სიცოცხლის საზღვართან გაშეშებული კონფლიქტების შესახებ მოგითხრობთ. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება.

თხრობის სადა და მინიმალისტური ფორმით, წარსულისა და მომავლის გასაყარზე მოხელთებული სიმშვიდით, პერსონაჟთა მოულოდნელი პერსპექტივებით, ავტორი დაძაბულობის ისეთ ხარისხს ქმნის, რომელიც სულ სხვაგვარად აშუქებს სანატორიუმში გამწესებული გმირ(ებ)ის ერთი შეხედვით ერთფეროვან და აუმღვრეველ თავგადასავალს.

პოლონურიდან თარგმნა ქეთევან ქანთარიამ

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941313622

ჟანრი

გამოცემის წელი

2021

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

პოლონური

მთარგმნელი